მსოფლიო ბანკის ექს-ხელმძღვანელი ჯეიმს ვულფენსონი ფიქრობს, რომ 2050 წლისთვის რუსეთი მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მხოლოდ მეცხრე ადგილზე იქნება მაშინ, როცა რუსეთი 2020 წლისთვის მსოფლიოს ხუთეულის სიაში მოხვედრას გეგმავს. იუწყება ”რია ნოვოსტი”.”2050 წლისთვის პირველ ადგილს დაიკავებს ჩინეთი, მეორეს – ინდოეთი, მესამეს – აშშ, მეოთხეს – ინდონეზია, მეხუთეს – იაპონია, შემდეგ იქნებიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ვიეტნამი”, – განაცხადა ვულფენსონმა პარასკევს მოსკოვში მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე ”მსოფლიო ეკონომიკის კორპორაციული მართვა და გლობალიზაცია”.
მაგრამ რუსეთს უფრო ამბიციური ამოცანები აქვს დასახული. მას 2020 წლისთვის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი ხუთეულის სიაში მოხვედრა აქვს დაგეგმილი. ეს მიზანი მთავრობას ვლადიმერ პუტინმა 2008 წლის დასაწყისში დაუსახა. ვულფენსონის, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ეკონომისტის შეფასებით, 2050 წლისთვის ეკონომიკურმა ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ აფრიკის ბაზარს, სადაც, მისი თქმით, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60-65% შეიქმნება. ”წარმოიდგინეთ: აფრიკაში 33 ქვეყანაა, 33 პრეზიდენტია, ჩინეთში კი – ერთი”, – აღნიშნა ვულფენსონმა და დასძინა, რომ აფრიკის რეგიონში კონკურენციის განვითრება ეკონომიკის მსოფლიო წესებით და სტანდარტებით რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანაა. ”არა იმ გაგებით, რომ უნდა მოხდეს კანონების მიღება. ვსაუბრობ (ერთიანი) წესების მოქმედებაზე (აფრიკის ქვეყნებში), რომლებიც მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება და მესამე სამყაროს ქვეყნებშიც დაიმკვიდრებს ადგილს”, – განმარტა ვულფენსონმა და დასძინა, რომ ამას ბიზნესის გლობალური წარმართვისთვის აუცილებელ ამოცანად მიიჩნევს





სულ ტრუხაა ეგ რაც წერია მანდ… სად გააქრეთ ბრაზილია რომელიც ფართობითაც და მოსახლეობითაც მეხუთე ადგილზეა და ეკონომიკით რუსეთზე მეტია?! და მოსახლეობით ვიეტნამს 2ჯერ და მეტად აღემატება და ვიეტნამზე ნაკლებადაც არ იმატებს ბრაზილიაში მოსახლეობა! და ვიეტნამის ეკონომიკა ბრაზილიისას ვერც კი შეედრება. ეს ერტი დავწერე , კიდევ სად არის ნიგერია და კიდევ რამდენიმე ასეთი დაიწერება ალბათ!
სად არის მექსიკა და პაკისტანი?