ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში ოფისებისა და სავაჭრო ფართის ყველაზე მაღალი ფასები ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზეა. რეიტინგი Forbes -მა Cushman & Wakefield-თან ერთად შეადგინა. ერთი კვადრატული ფუტის დაქირავება აქ წელიწადში 1,5 ათასი დოლარი ჯდება. მეხუთე ავენიუზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები და ოფისები – Tiffany, Bergdorf Goodman, Harry Winston, Prada, რომელთა წლიური ქირაც საშუალოდ, 30 მილიონი დოლარია. მეორე ადგილი სავაჭრო ფართის სიძვირის მიხედვით ჰონკონგში კოზუეი ბეის უკავია. აქ წელიწადში სავაჭრო ფართი 1,2 ათასი დოლარი ღირს. შემდეგ მოდიან პარიზი – კვადრატული ფუტის ფასი ელისეის მინდვრებზე წელიწადში 920 დოლარს აღემატება, და ლონდონი ნიუ ბონდ სტრიტით, სადაც კვადრატული ფუტის ფასი წელიწადში 810 დოლარია. ხუთეულის ბოლო ადგილზეა ტოკიოს გინზას რაიონი, სადაც კვადრატული ფუტის ფასი წელიწადში 680 დოლარს აღწევს.
მსოფლიოს ათეულში სავაჭრო და საოფისე ფართის სიძვირის მიხედვით მოხვდნენ ასევე დუბლინი, ციურიხი, მელბურნი, ათენი და სეული. მოსკოვი სიაში არ ფიგურირებს, თუმცა Colliers International-მა მაისში გამოქვეყნებულ რეიტინგში მოსკოვი საოფისე ფართის სიძვირის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების პირველ სამეულში შეიყვანა. ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეგაპოლისადაა მიჩნეული ასევე საცხოვრებელი ფართის ქირის მიხედვითაც. ნიუ-იორკში ბინის საშუალო ფასი თვეში თითქმის სამი ათას დოლარს უდრის, წელიწადში ქირის ზრდის ტენდენცია 6%-ს შეადგენს.




