ბიოსაწვაცი VS. ნავთობი

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან დამზადებული საწვავის ფართოდ მოხმარების პროექტების რეალიზება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება მისი არამომგებიანობის გამო. ამის შესახებ საუბარია რუსეთის გლობალიზაციისა და სოციალური ძვრების ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის მასალებში. ”ბიოლოგიური საწვავის ფართოდ გამოყენების გეგმების ეკონომიკური არამომგებიანობა გამოვლინდება მსოფლიოში საწვავის მოხმარების შემცირების ტალღაზე ნავთობის გაიაფების შედეგად. ეს გლობალური კრიზისის განვითარების შედეგად მოხდება. ბიოსაწვავი ბენზინს ბაზრიდან ვერ გააძევებს”, – ნათქვამია ანგარიშში.  ევროკავშირში შემუშავებული ცხრამეტწლიანი გეგმა ითვალისწინებს 2020 წლამდე ნავთობისგან მიღებული საწვავის 20%-ის ჩანაცვლებას ენერგიის ალტერნატიული წყაროებით. მათ რიცხვში შედის ბიოლოგიური საწვავი, ასევე ბუნებრივი აირი და წყალბადი. ამჟამად ევროკავშირში ავტომობილებისთვის ბიოლოგიური საწვავის გამოყენება 0,5%-საც ვერ აღწევს. 2020 წლისთვის იგეგმება მისი 8%-მდე გაზრდა. აშშ-ის შესაძლებლობები ეთანოლის წარმოებისა შესაძლებელს გახდის  მისი წილის 30%-მდე გაზრდას.

Continue reading

Leave a Comment

Filed under სიახლე

Bruce Lee Museum in Hongkong…

ჰონკონგის გარეუბანში მდებარე სახლი, რომელიც წარსულში ლეგენდარულ ბრიუს ლის ეკუთვნოდა, მალე მუზეუმი გახდება – ეს შესაძლებელი გახდა მილიარდერი–ფილანტროპის იუ პანგლინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც თავიდან სახლის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. იუ პანგლინმა ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში სახლს ჰონკონგის მთავრობას გადასცემს – იმისათვის, რომ ბრიუს ლის სახლი მუზეუმად და აღმოსავლური ორთაბრძოლის ლეგენდის მემორიალად იქცეს. მილიარდერი აპირებს საკუთარი ფულის დააბანდდებას ტერიტორიის მოსაწყობად, შემოსავალი კი საქველმოქმედეოთ გამოიყენოს.

Continue reading

1 Comment

Filed under საინტერესო Online, სიახლე, ხელოვნება

ჰონკონგი – მსოფლიო ეკონომიკის გული…

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” პოლიტიკური შეთანხმებით და შედარებით მეტი ავტონომიით სარგებლობს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მცირე ისტორია: ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ტრად. ჩინ.: 中華人民共和國香港特別行政區; გამარტ. ჩინ.: 中华人民共和国香港特别行政区) — ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ.

Continue reading

Leave a Comment

Filed under ეკონომიკა, საინტერესო Online

თევზჭერის საერთაშორისო დღე

1985 წლიდან მოყოლებული 27 ივნისს მთელს მსოფლიოში მეთევზეობის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1984 წლის ივლისში რომში თევზჭერის დარეგულირებისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა.თევზაობა – ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გატაცებაა. ისინი, ვისაც ერთხელ მაინც უთევზავია და ცხოვრებაში პირველი თევზი დაუჭერია, ამბობენ, რომ ამას არასდროს დაივიწყებენ.

Continue reading

Leave a Comment

Filed under საინტერესო Online, სიახლე, ხელოვნება

პირველი შმეთხვევა: ბარელი ნავთობი 140$ – ზე მეტია…

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა პირველად გადაკვეთა ფსიქოლოგიური ბარიერი და ერთი ბარელის ფასმა 140 დოლარს გადააჭარბა. ნავთობის გაძვირება მოხდა ოპეკის წარმომადგენლის პროგნოზის ფონზე იმის შესახებ, რომ ერთი ბარელის ფასმა წელსვე შეიძლება მიაღწიოს 150-170 დოლარს, ლიბიამ კი შესაძლოა ნავთობის მოპოვება შეამციროს.ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობა ხუთშაბათს 139,64 დოლარის ნიშნულზე დასრულდა და ერთ დღეში 5 დოლარით მოიმატა, რაც light sweet მარკის ნედლ ნავთობზე აგვისტოს ფიუჩერსების რეკორდული ფასი გახდა.თუმცა გარიგებები გაფორმდა 140,06 დოლარად.”რია ნოვოსტის” ცნობით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკში ბაზარზე ზეწოლა განაპირობა დოლარის კურსის შემცირებამ ევროსთან მიმართებით, რაც ყოველთვის იწვევს ინვესტორების ”გაქცევას” ნედლეულის ფიუჩერსებში.აშშ-ში ექსპერტთა უმეტესობა ფასის დაწევას ელის და ვერ ხედავს ეკონომიკურ საფუძველს მოხმარების მკვეთრად გასაზრდელად, რეკორდს კი უფრო ბაზრის ემოციური რეაქციით ხსნის.”

Continue reading

Leave a Comment

Filed under ეკონომიკა, სიახლე

ექსპორტის კვავინდებური ზრდა

2008 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 41%-ით გაიზარდა და 93,1 მლნ აშშ დოლარი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 15,2% შეადგინა. ამის შესახებ ”ახალი ამბები – საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში განუცხადეს.კერძოდ, ზრდა ძირითადად განაპირობა შავი ლითონის ჯართის, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდამ. ხუთი თვის განმავლობაში შავი ლითონის ჯართის ექსპორტი 192,5 მლნ აშშ დოლარით გაიზრადა, რაც 19,2 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Continue reading

Leave a Comment

Filed under ეკონომიკა, სიახლე

უძველესი ქრისტიანული ეკლესია…

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს. ის მდებარეობს იორდანიაში, რიჰაბის დასახლებაში, ამანიდან 50    კილომეტრის დაშორებით, გამოქვებულში, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით.    ”გვაქვს საფუძველი ვარაუდისა, რომ ამ ტაძარში იკრიბებოდნენ პირველი      ქრისტიანები, იესო ქრისტეს 70 მოწაფე”, – განუცხადა გაზეთ Jordan Times-ს    რიჰაბში არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა აბდულ ქადერ ჰუსანმა.მან დასძინა, რომ ეკლესია გამოქვაბულში დაახლოებით 33-70 წლებში განთავსდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ის მსოფლიოს ყველაზე ძველ ქრისტიანულ ტაძრად იქნას მიჩნეული. ჰუსანი იმედოვნებს, რომ მისი ჰოპოთეზა დეტალური შესწავლის შემდეგ დადასტურდება.
Continue reading

1 Comment

Filed under საინტერესო Online, სიახლე