დე ფაქტო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამამ, როგორც იქნა, წარმოგვიდგინა თავისი საგარეო პოლიტიკური პროგრამის საფუძვლები შემოკლებული ფორმით. სხვათა შორის, ამ საფუძვლებში შეტანილია ყველაფერი ის, რასაც ობამა ადრეც ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა ერთად აკინძული წარმოგვიდგინა. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, რათა ამერიკის პარტნიორებს ჰქონოდათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ ”ახალი თეთრი სახლისგან” (ჯორჯ ბუშის შემყურე, მათ უკვე იციან, რასაც უნდა ელოდონ რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინისგან). ილინოისელი სენატორი ამ მოხსენების თეზისებით მომავალ კვირაში (21-27 ივლისს) ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. იგი ჯერ ერაყსა და ავღანეთში ჩავა, ისრაელს, იორდანიას ესტუმრება, შემდეგ კი ბერლინს, ლონდონს, პარიზსა და რომს ეწვევა. ობამამ მისი პრეზიდენტობის ხუთი ამოცანა წარმოადგინა. ის, რისი გაკეთება სურს მას, შემოკლებული ფორმით ასე გამოიყურება: ომის შეწყვეტა ერაყში; ”ალ-ქაიდასთან” და თალიბანთან ომის ბოლომდე მიყვანა; ნავთობზე აშშ-ის დამოკიდებულების შეწყვეტა (უცხოურ მიწოდებაზე); გარანტირება იმისა, რომ ატომური იარაღი და მასალები არ მოხვდება ტერორისტებისა და საშიში ქვეყნების ხელში; ურთიერთობების აღდგენა აშშ-ის მოკავშირეებთან. ”როგორც პრეზიდენტი, მე გავატარებ ეროვნული უსაფრთხოების ხისტ, გონივრულ, პრინციპულ სტრატეგიას – მასში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ინტერესები გაგვაჩნია არა მარტო ბაღდადში, არამედ ყანდაგარშიც, ყარაჩშიც, ტოკიოსა და ლონდონშიც, პეკინსა და ბერლინშიც”.
Continue reading →