თ.ს.უ. 90 წლისაა!

T.S.U.

ამ რამდენიმე დღის წინ თ.ს.უ. -ს 90 წელი შეუსრულდა! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის და მის თანამოაზრეთა ჯგუფის თაოსნობითა და უდიდესი ძალისხმევით. იგი პირველი და ერთადერთი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. საქართველოს,რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკურიგერბი დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებისთანავე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ლინგვისტიკაში, ისტორიოგრაფიაში, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

ivane javakhishviliსაბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. ქრისტიანულ რელიგიასთან ერთად მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის განუხრელი ამაღლება. ამიტომ, დღესაც, ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს. უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი. დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია. უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონებში განთავსებულ თსუ-ის 8 ფილიალში დღეს 35 ათასზე მეტი ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო “საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია”, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი. რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.

თუ დაინტერესდით ჩამოტვირთეთ:

T.S.U. the whole history / თ.ს.უ. – ს მთლიანი ისტორია

ასე გამოიყურებოდა თავდაპირველად ჩვენი უნივერსიტეტი:

[Available larger with once click on it!]

%(count)s კომენტარი

Filed under თ.ს.უ.

One response to “თ.ს.უ. 90 წლისაა!

  1. თორნიკე

    ასეთი ტრადიციების უნივერსიტეტი იშვიათია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s