IREX – საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო

IREX– წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, თავისუფალი მედიის გაძლიერებასა და საზოგადოების პოპულარისტული განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ და ლიდერულ პროგრამებს. ორგანიზაცია დაარსდა 1968 წელს და მის წლიურ პორტფოლიოს წარმოადგენს 50 მლნ. USD. IREX– ში 400-მდე პროფესიონალია დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით. IREX და მისი პარტნირი IREXEurope 50-მდე ქვაყანაში ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას და მრავალფეროვან პროგრამებს. ვებ-მისამართი საქართველოში ოფიციალური ვებ-მისამართი

IREX is an international nonprofit organization providing leadership and innovative programs to improve the quality of education, strengthen independent media, and foster pluralistic civil society development. Founded in 1968, IREX has an annual portfolio of $50 million and a staff of over 400 professionals worldwide. IREX and its partner IREX Europe deliver cross-cutting programs and consulting expertise in more than 50 countries.Web-Address in Georgia The Official Web-Address

IREX საქართველოში:

IREX-ის თბილისის ოფისი 1994 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ადმინისტრირებას უწევს საგანმანათლებლო პროექტებსა და გრანტების პროგრამებს პროფესიონალთათვის. ეს პროგრამები და პროექტები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საუნივერსიტეტო კვლევა და სწავლება, კორპორაციული მართვა და კომერცია, მართვის პოლიტიკა და დიპლომატია, ჟურნალისტიკა და მედია. პროგრამის მონაწილეები არიან ლიდერები თავიანთ სფეროში და დიდ როლს ასრულებენ საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებაში.

საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე IREX-ის თბილისის ოფისმა ადმინისტრირება გაუწია საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ პროგრამათა უმრავლესობის დამფინანსებლები არიან. ნიუ- იორკის კარნეგის კორპორაციამ და სხვა კერძო ორგანიზაციებმა ასევე დააფინანსეს IREX-ის მიერ განხორციელებული ზოგიერთი პროგრამა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში.
დღეისათვის, IREX-ის საქართველოს ოფისი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს:

მედია ინოვაციების პროგრამა საქართველოში

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, სათანამშრომლო შეთანხმების საფუძველზე. ამ პროგრამის მეშვეობით IREX-ი გვთავაზობს ახალ, ინოვაციურ მიდგომას შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  1. ისეთი სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს სიტყვის თავისუფლების განვითარებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
  2. მედიის მენეჯერთა მხარდაჭერა, რათა მათი ბიზნესი უფრო ეფექტური, მოგებაზე ორიენტირებული და მდგრადი გახდეს.
  3. ჟურნალისტთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ჟურნალისტიკის მაღალი ხარისხისა და ეთიკური ქცევის წახალისებით, რათა მოქალაქეებამდე ობიექტური, გაწონასწორებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიდეს.
  4. იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, რომელთა მიზანს დამოუკიდებელი ქართული მედიის პროფესიული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
ECA–ს პროგრამის კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს (ECA) პროგრამის კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა პროგრამის კურსდამთავრებულებს სთავაზობს გრანტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ გაიღრმავონ თავიანთი პროფესიული გამოცდილება.

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ისწავლონ შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ამ პროგრამას აფინანასებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). მასში საქართველოდან ყოველწლიურად 20-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

თანამედროვეობის საკითხთა პროგრამა

თანამედროვეობის საკითხთა პროგრამა საშუალებას აძლევს გამოცდილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს და საჯარო თუ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, შეიძინონ შეაბამისი უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გაცვალონ პროფესიული მოსაზრებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხთვიანი პროგრამის საშუალებით. პროგრამას აფინასებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). საქართველოდან ყოველწლიურად 3-5 პროფესიონალი მონაწილეობს ამ პროგრამაში.

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს (ECA) და შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილეები ინტერნეტის რესურსებითა და იმ საინფორმაციო საშუალებებით, რომელნიც საშუალებას მისცემს მათ, შეინარჩუნონ ურთიერთობა თავიანთ მასპინძელ დაწესებულებებსა და კოლეგებთან შეერთებულ შტატებში და ასევე პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ევრაზიაში.

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს აღნიშნული პროგრამის ყოფილ სტიპენდიანტებს, გაიარონ ინტერნეტის კურსები და დაესწრონ შესაბამის სემინარებს.

პროგრამა ხელს უწყობს ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარებას საქართველოში და მათ ფართო მოხმარებას ინფორმაციის გავრცელებისა და კულტურათა შორის ურთიერთგაგების დამკვიდრების საქმეში.

დატოვე კომენტარი

Filed under სწავლა საზღვარგარეთ, ხელოვნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s