გენდერი და კონფლიქტოლოგია

7-14 მარტს საქართველოში გენდერის კვირეული მესამედ გაიმართება. ამის შესახებ “ახალი ამბები – საქართველოს” პროგრამის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გენდერულ საკითხებზე რეგიონულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. კვირეულის ფარგლებში გაიმართება ფოტო და სამუზეუმო გამოფენები, ფილმების ჩვენება.

14 მარტს 15:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების ნიმუშების გამოფენას სახელწოდებით “ევოლუციური გენდერი – ვიზუალურ კულტურაში XX საუკუნის დასაწყისის და გასაბჭოების შემდგომი პერიოდის საქართველოში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზეიმოდ გახსნის. გენდერულ კვირეულში მონაწილოებას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობი და მედიის წარმომადგენლები.

კლასიკური ნიმუში:

5 Comments

Filed under საინტერესო Online

5 responses to “გენდერი და კონფლიქტოლოგია

  1. თორნიკე

    და მაინც…… ქალი არის კაცი მონა!😆😆

  2. უცნობი ავტორი

    არ შემიძლია არ დაგეთანხმო!😆 თორნიკე

  3. თორნიკე

    გაიხარე “უცნობო” გაიხარე😆 თან 8 მარტს რომ დავამთხვიე ყველაზე კაიფი ეგაა😀
    ქართველო მისსებო ხუმრობა იქით იყოს და გულწრფელად გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8)

  4. ლიშთოთა

    შევუერთდები მილოცვას.
    ეს კვირეული კი ისე ჩაივლის, სტუდენთა უმრავლესობას გენდერი ისევ ფემინიზმი ეგონება, დანარჩენ ნაწილს კი ლესბოსელობა.

  5. თორნიკე

    ლიშთოთ ნამდვილად მართალს ბრძანებ, სამწხარიდ მართალს!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s