ჩე გევარას თმის ნაწილი 100 ათას დოლარად გაიყიდა!

თმის ნაწილი, რომელიც 1967 წელს მოკლულ ჩე გევარას მოაჭრეს, დალასში გამართულ აუქციონზე 100 ათას დოლარად გაიყიდა. როგორც Associated Press იუწყება, გამოჩენილი რევოლუციონერის თმის ნაწილის მფლობელი 61 წლის ბილი ბატლერი გახდა. კოლექციონერი წიგნის მაღაზიის მეპატრონეა, რომელიც ჩეს მე-20 საუკუნის უდიდეს რევოლუციონერად მიიჩნევს. ბილი ბატლერი კომანდანტეს თმის ნაწილით საკუთარი მაღაზიის მორთვას გეგმავს. CIA ყოფილმა აგენტმა, 71 წლის კუბელმა გუსტავო ვილოდომ (Gustavo Villoldo), ჩე გევარას თმის ნაწილი, კომანდანტეს გარდაცვალების დასადასტურებლად მოაჭრა. აუქციონის სახლს დნმ-ის ანალიზი არ ჩაუტარებია, მაგრამ Heritage Auction Galleries სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თმა ჩე გევარას ეკუთვნის.

დღესდღეობით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი სახელი, მაგრამ, ე.წ. “მის ფანებს” წარმოდგენაც კი არა აქვთ ვინ იყო ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა! წაიკითხეთ თემა ბოლომდე და გაიგეთ მეტი არგენტინელ რევოლუციონერზე…

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (14 ივნისი, 1928 – 9 ოქტომბერი, 1967), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც “ჩე გევარა“, ან “ელ ჩე” იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და “მე-20 საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა. მას უნდოდა ინჟინერი გამხდარიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც თავის მეგობართან ერთად იმოგზაურა არგენტინის გარშემო და ნახა თუ როგორ პირობებში ცხოვრობდა თავისი მოძმე ხალხი, გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი რათა ცოტათი მაინც დახმარებოდა ხალხს და შეემსუბუქებინა მათი მძიმე მდგომარეობა…

აი ეს იყო ჩვენი დროის გმირი! მისდამი მიძღვნილი სიმღერა Comandante Che Guevara!

4 Comments

Filed under საინტერესო Online, სიახლე

4 responses to “ჩე გევარას თმის ნაწილი 100 ათას დოლარად გაიყიდა!

  1. gia

    ernesto gevara dela serna ვაფანატებ ამ კაცს გოგოსავით😀

  2. თორნიკე

    😀 მარტლა დასაფასებელია ჩემო გიავ!

  3. WARAFA

    toka amis dokumenturi filmi gachite ra

  4. თორნიკე

    WARAFA,
    თუ გავჩითავ აუცილებლად დავდებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s