წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღე

წმინდა იოანე მანგლისელიხუთშაბათს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა იოანე 1666 წელს თავად სააკაძის ოჯახში დაიბადა. ერისკაცობაში მას იოსები რქმევია. იოსები დავით-გარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღიზარდა. იქვე აღუკვეცავთ ბერად და იოანე უწოდებიათ. მან „მრავალი წელი დაჰყო ქვებსა შინა ბერთუბნისასა“. ძალზე ლმობიერი გული ჰქონია. დიდად მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. შემდგომში, უკვე მღვდელმონაზონს, მრავალი გლახაკი და ობოლი აღუზრდია „საფასითა და შრომითა თვისითა“. ზოგი სამღვდელო ხარისხამდე სრულყო, ზოგი ერისკაცად დარჩა.1724 წელს იოანე დაღესტანში გადავიდა. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. 1724 წელს დარუბანდში ჯერ ხის სამლოცველო აღმართა, მერე კი მის ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესია ააგო. დაღესტანში თერთმეტი სასულიერო პირი ახლდა თან, თავისივე გამოზრდილნი. აქ მრავალი ლეკი შემატებია მის სამწყსოს. ისეთი სახელი გაუვარდა წმინდა მღვდელმთავარს, თვით პეტრე დიდის ყურამდეც მისულა მისი ამბავი. იმპერატორსა და ვახტანგ VI-ს ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენიათ ღირსი მამისთვის.1737 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და ასტრახანში, სამების მონასტერში დასახლდა. იმჟამად იქ იმყოფებოდნენ ვაახტანგ მეექვსე და ემიგრანტი ქართველებიც. დიდი ნუგეში მოჰგვარა მათ წმინდა მამის გვერდით ცხოვრებამ. წმინდა იოანემ ასტრახანშიც ააშენა ტაძარი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა. შემდგომ ეს ტაძარი რუსეთი მთავრობამ მონასტრად გადააკეთა.

წმინდა იოანემ ასტრახანში შეიტყო, რომ ყიზლარში მრავალი ქართველი სახლობდა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. წმინდა მამა ყიზლარში გაემგზავრა. მალე მან ყიზლარში ჯვართამაღლების ეკლესია ააგო და იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით იღვაწა ღირსმა მამამ ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია, რომლის წევრებსაც მიეცათ ჯამაგირი და არსებობისა და ქადაგების საშუალება. მისია ძირითადად ქართველი სამღვდელოებისგან შედგებოდა. მათ კარგად იცოდნენ ოსური ენა და ხალხის ზნე-ჩვეულება. მისიას გარდაცვალებამდე წმინდა იოანე ხელმძღვანელობდა. ბევრი იღვაწა წმინდა მამამ უცხოტომელთა მოსაქცევად… დამაშვრალ მოხუცს კი მაინც სამშობლო ეფიქრებოდა და ენატრებოდა. ანდერძად დაიბარა, გარეჯში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ. 1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე და იგი ყიზლარში, თავისსავე აშენებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის გადმოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, „მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი“

%(count)s კომენტარი

Filed under სიახლე

One response to “წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღე

  1. თორნიკე

    შეგეწიოთ ყველას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s