რა არის ეკონომიკა?!

ეკონომიკის ისტორია – მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმიტის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმიტის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი ”კაპიტალი” და მოძღვრება მარქსიზმი.

მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, პირველ რიგში ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო. ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არამარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის “კიბოც”. მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, მენგერი, ბომ–ბავერკი, ვიზერი (19-ე საუკუნე), მიზესი, ჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (20-ე საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.

 ეკონომიკის დარგები

ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:

 

  • მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros – მცირე) – შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
  • მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros – დიდი) – შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
    • ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
    • საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
    • საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
    • წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
    • ეკონომიკურ ზრდაზე.

მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემა მრავალ სხვა დარგს მოიცავს, ესენია:

  • განვითარების ეკონომიკა
  • ეკონომიკური გეოგრაფია
  • ეკონომეტრიკა
  • საერთაშორისო ეკონომიკა
  • საინფორმაციო ეკონომიკა
  • სამხედრო ეკონომიკა
  • საფინანსო ეკონომიკა
  • საქალაქო ეკონომიკა
  • შრომის ეკონომიკა

დატოვე კომენტარი

Filed under საინტერესო Online

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s