ქართული ეკონომიკა ”ზომიერად თავისუფალია”

გაზეთმა The Wall Street Journal და კვლევითმა ორგანიზაციამ Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლებების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო “ზომიერად თავისუფალი ქვეყნების” ჯგუფს განეკუთვნება, აცხადებს Washington Profile.  ინდექსის შედგენისას ყურადღება ექცეოდა შემდეგ კრიტერიუმებს: სავაჭრო, მონეტარული და საგადასახადო პოლიტიკა, ხელისუფლების გავლენა ეკონომიკაზე, ინვესტიციების მოცულობა, ფინანსური მომსახურეობის ბაზრის მდგომარეობა, ფასების რეგულირება, საკუთრების უფლების დაცვა, “შავი ბაზრის” მდგომარეობა (სულ 10 კრიტერიუმი) და ასე შემდეგ. რეიტინგის შედგენისას გამოიყენება 100 ქულიანი შკალა, სადაც 100 შესაძლებელი შედეგებიდან საუკეთესოა, ხოლო – 0 – ყველაზე ცუდი. რეიტინგის ფარგლებში მსოფლიოს 157 სახელმწიფო ფასდებოდა. ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო შვიდეულში შევიდა: ჰონკონგი (90.3 ქულა), სინგაპური, ირლანდია, ავსტრალია, აშშ (80.6 ქულა), ახალი ზელანდია, კანადა (80.2). “ძირითადად თავისუფალ” ქვეყნებად აღიარეს 23 სახელმწიფო. მათ შორისაა პოსტსაბჭოთა ქვეყნები: ესტონეთი (მე-12 ადგილი, 77.8 ქულა), ლიტვა (26-ე ადგილი, 70.8) და სომხეთი (28-ე ადგილი, 70.3). მათ გვერდითაა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ისლანდია, გერმანია, ავსტრია. კატეგორიაში “ზომიერად თავისუფალი” (სულ 51 ქვეყანა) შევიდა საქართველო (შესაბამისად, 32-ე ადგილი და 69.2 ქულა), ლატვია (38-ე, 68.3), ყირგიზეთი (70-ე, 61,1), ყაზახეთი (76-ე, 60.5). ამავე ჯგუფს განეკუთვნება ესპანეთი, ჩეხეთი, კუვეიტი, ისრაელი, საფრანგეთი, პორტუგალია, უგანდა, ალბანეთი, იტალია, საუდის არაბეთი, თურქეთი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მონღოლეთი.

 “ძირითადად, არათავისუფალ” (52 სახელმწიფო) ჯგუფს განეკუთვნება მოლდოვის (89-ე ადგილი, 58.4 ქულა), აზერბაიჯანის (107-ე, 55.3), ტაჯიკეთის (114-ე, 54.5), უზბეკეთის (130-ე, 52.3) და უკრაინის (ბოლო ადგილი ჯგუფში, 133-ე, 51.1) ეკონომიკები. მათ გვერდითაა პოლონეთი, ეგვიპტე, ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი და აფრიკის ბევრი ქვეყანა. რეიტინგის არსებობის ისტორიაში პირველად კატეგორიაში “რეპრესიული” (მასში სულ 24 ქვეყანა ირიცხება) შევიდა რუსეთის ეკონომიკა (134-ე ადგილი, 49.9 ქულა). ბელარუსი – 150-ე ადგილი (44.7 ქულა), თურქმენეთი – 152-ე ადგილი (43.4). ეკონომიკური თავისუფლების საკითხში ყველა ცუდად საქმე ჩრდილოეთ კორეას აქვს (ბოლო. 157-ე ადგილი და 3 /სამი/ ქულა), კუბას (156-ე, 27.5) და ზიმბაბვეს (155-ე, 29.8). ამავე ჯგუფშია შეყვანილი ირანი, სირია, ვენესუელა, ლიბია, ბანგლადეში და სხვა. რეიტინგის ავტორები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო თავისუფალია ეკონომიკა – ესე იგი, რაც უფრო ნაკლებია ბარიერები ბიზნესის წარმოებისთვის და სამეწარმეო ინიციტივის გამოსაჩენად – მით უფრო მაღალია მოსახლეობის კეთილდღეობის დონე და დაბალია უმუშევრობის დონე.

%(count)s კომენტარი

Filed under ეკონომიკა

One response to “ქართული ეკონომიკა ”ზომიერად თავისუფალია”

  1. თორნიკე

    მაინც მომავალი ეკონომისტები ხართ… უნდა გაინტერესებდეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s