ექსპორტი +44,2% და იმპორტი +40,9% – საეჭვო პროგრესი…

2008 წლის იანვრიდან აპრილამდე საქართველოში ექსპორტის მოცულობა 2007 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44,2%-ით გაიზარდა და 466,2 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, აზოტის სასუქებს, სპილენძის მადანსა და კონცენტრატებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს – აცხადებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი. ექსპორტის სტრუქტურაში პირველი ადგილი ფეროშენადნობს უკავია. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან 83 მლნ დოლარის ღირებულების  ფეროშენადნობი გაიტანეს, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 52,8 მლნ დოლარით აღემატება. ფეროშენადნობის ექსპორტის მოცულობა ექსპორტის საერთო მოცულობის 17,8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა აზოტის სასუქები – ექსპორტირებულია 41,5 მლნ დოლარის ღირებულების ნედლეული (7,2 მლნ დოლარით მეტი შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით), რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 8,9%-ია. სპილენძის მადანსა და კონცენტრატებს ექსპორტის სტრუქტურაში მესამე ადგილი უკავია. 2008 წლის იანვრიდან აპრილამდე ქვეყნიდან 39,8 მლნ დოლარის ღირებულების მადნისა და კონცენტრატის ექსპორტი განხორციელდა (11,3 მლნ დოლარით მეტი შარშანდელ მაჩვენებელზე), რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 8,5%-ს უდრის.

მსუბუქმა ავტომობილებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნიდან 27,6 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გაიყვანეს (20,4 მლნ დოლარით მეტი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე), რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 8,1%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში გაიყიდა 37,3 მლნ დოლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი (8,2 მლნ დოლარით მეტი 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე), რაც საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 8%-ია.2008 წლის იანვრიდან აპრილამდე 2007 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 40,9%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობა და 1 985,8 მლნ დოლარი შეადგინა. ძირითადი ადგილი იმპორტის სტრუქტურაში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ბუნებრივ აირს უკავია.ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში იმპორტის საერთო მოცულობის 12,5% შეადგინა. ოთხ თვეში ქვეყანაში შემოვიდა 249 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც 114,5 მლნ დოლარით აღემატება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.2008 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში შემოვიდა 240,7 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები, რაც იმპორტის საერთო მოცულობის 12,1%-ია.ნავთობისმაგვარი აირებისა და ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ ამ პერიოში იმპორტის საერთო მოცულობის 4,4% შეადგინა. მითითებულ პერიოდში ქვეყანაში განხორციელდა 88,3 მლნ დოლარის ღირებულების ზემოთ ხსენებული ნედლეულის იმპორტი, რაც 56,9 მლნ  დოლარით ნაკლებია 2007 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.  მარცვლეულის იმპორტმა 2008 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტის საერთო მოცულობის 1,7% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში მოხდა 34,2 მლნ დოლარის ღირებულების მარცვლის იმპორტი, რაც 0,7 მლნ დოლარით მეტია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ოთხ თვეში ქვეყანაში შემოვიდა 21,2 მლნ დოლარის ღირებულების ფქვილი (14,1 მლნ დოლარით მეტი 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე), რაც იმპორტის საერთო მოცულობის 1,1%-ს შეადგენს.

2 Comments

Filed under ეკონომიკა, საინტერესო Online

2 responses to “ექსპორტი +44,2% და იმპორტი +40,9% – საეჭვო პროგრესი…

  1. Giguna

    რაც არ უნდა იყოს მე მაინც არ მჯერა მაგ მონაცემების.. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს პონტია რაა

  2. სადაა პროგრესი, ყველაფერი გაყიდეს და რამდენიმე მილიარდი პროცენტიანი ვალიც აიღეს, გასაყიდი რომ არაფერი დარჩება მალე და ვალებსაც გადახდა რომ უნდა ვალებზე რომ მოგვაკიტხავენ მიხომ რომ გაისქელა ჯიბე თავის ნაცბანდასთან ერთად, რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა აქ ლაპარაკი, ვალებზე რომ მოგვაკითხავენ ჯერ ისინი რით გავისტუმროთ ეგ არის პრობლემა და არათუ ის რომ გასაყიდი რომ გამოგველევა ბიუჯეტი რომ არანაირად არ შეივსება, შედეგი ის იქნება რომ არარ გვექნება ბბიუჯეტი და ვალების გამო სახლებიდან გამოგვყრიან დამპალი მევალეები რომლებმაც დამპალ მიხო-დაღმამშენებელს მისცეს ვალები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s