ნავთობის ფასის ვარდნა – OPEC -ის მონაცემები…

ოპეკის (OPEC Reference Basket of crudes) ერთი ბარელი ნავთობის კალათის ფასმა 121 დოლარამდე დაიწია, ნათქვამია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის განცხადებაში. იუწყება ”რია ნოვოსტი”. 30 მაისის მდგომარეობით, ნავთობის კალათის ფასი 121,68 დოლარი იყო. ერთი დღით ადრე – 124,27 დოლარი. ყველაზე დაბალ ნიშნულს ნავთობის ფასმა 20 მაისს მიაღწია, როცა ერთი ბარელის ღირებულებამ 121,02 დოლარი შეადგინა. მაქსიმუმს – 22 მაისს, როცა მისმა ფასმა 127,59 დოლარი შეადგინა. აპრილში ერთი ბარელი ნავთობი საშუალოდ 105,16 დოლარი ღირდა, მარტში – 99,03 დოლარი, თებერვალში – 90,64 დოლარი. 2008 წლის მარტში კალათი ეკვადორის ხარჯზე ნავთობის 13 სახეობამდე გაფართოვდა.

ამგვარად, ოპეკის კალათის ფასი განისაზღვრება, როგორც კარტელის წევრი ქვეყნების მიერ მოპოვებული ნავთობის შემდეგ სახეობათა ფიზიკური ფასის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი: Saharan Blend (ალჟირი), Girassol (ანგოლა), Oriente (ეკვადორი), Minas (ინდონეზია), Iran Heavy (ირანი), Basra Light (ერაყი), Kuwait Export (კუვეიტი), Es Sider (ლიბია), Bonny Light (ნიგერია), Qatar Marine (კატარი), Arab Light (საუდის არაბეთი), Murban (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და BCF 17 (ვენესუელა). ტერმინი ოპეკის ”კალათი” ოფიციალურად 1987 წლის 1 იანვრიდან დაწესდა.

დატოვე კომენტარი

Filed under ეკონომიკა, საინტერესო Online, სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s