თვითგამრავლებადი მანქანა…

 

ბრიტანელმა ინჟინრებმა შექმნეს მანქანა, რომელსაც თვითგამრავლება, უფრო ზუსტად კი, შემადგენელი დეტალების მთელი კრებულის შექმნა შეუძლია. ამის შესახებ საუბარია ჩელტენჰემში მიმდინარე სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში. სიახლის ავტორები, ქალაქ ბატის უნივერსიტეტის თანამშრომლები, ადრე ე.წ. 3D-პრინტერებზე მუშაობდნენ. მათი შექმნილი თვითმბადი მოწყობილობა დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც სამგანზომილებიანი პრინტერი, მაგრამ სპეციალური პლასტიკური შენადნობის ფენებისგან საკუთარი შემადგენელი ნაწილების შექმნა შეუძლია. RepRap-ს (replicating rapid-prototyper) ადრე შეეძლო ჩვეულებრივი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, ხის სახელურების ან სანდლების შექმნა. ახლა მას ”ასწავლეს” საკუთარი დეტალების სრული კრებულის დამზადება.

კვლევითი ჯგუფის წევრმა ვიკ ოლივერმა პირველად შექმნა და ააწყო RepRap-ი, რომელმაც წარმოქმნა ”შთამომავალი”, რომელმაც, თავის მხრივ, წარმოქმნა ”შვილიშვილი” და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მაშინ, როცა სამგანზომილებიანი პრინტერი თითქმის 25 წელია, იყიდება, RepRap-ი არის პირველი მოწყობილობა, რომელიც თავის თავს ”ბეჭდავს”.”დღეს განვითარებული ქვეყნების მცხოვრებთა უმეტესობას საკუთარ სახლში პროფესიონალურ დონეზე შეუძლია ფოტოებისა და ტექსტების დაბეჭდვა და მათი გამოსახულების შექმნა კომპაქტ-დისკების ზედაპირზეც კი – ეს ყველაფერი პერსონალური კომპიუტერების წყალობით. მაშ რატომ არ შეიძლება, მათ ჰქონდეთ ფაბრიკა, რომელიც შეძლებს მათთვის საჭირო ნივთების დამზადებას?”- სვამს კითხვას იდეის ავტორი დოქტორი ედრიან ბოუერი.მისი აზრით, მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგია უსასრულო შესაძლებლობებს ხსნის.”თუ ადამიანებს რაიმე ნივთის მოწყობილობა არ აკმაყოფილებთ, შეუძლიათ იოლად დაამუშაონ კონსტრუქცია თავიანთ კომპიუტერში და დაბეჭდონ იმის ნაცვლად, რომ მაღაზიაში წავიდნენ. მათ შეუძლიათ ასევე RepRap-ის პრინტერის დამზადებაც.ამჟამად თვითმბადი მანქანის დამზადების დეტალური ინსტრუქცია პროექტის საიტზეა გამოქვეყნებული. იმ მასალებისა და დეტალების ღირებულებას, რომელთა დამზადებაც RepRap-ს თავად არ შეუძლია, მეცნიერები 300 ბრიტანულ ფუნტად აფასებენ.

4 Comments

Filed under საინტერესო Online, სიახლე

4 responses to “თვითგამრავლებადი მანქანა…

  1. Giguna

    ხომ წარმოგიდგენით რას მივაღწიეთ კაცობრიობამ… და არა მგონია ეს კარგი იყოს, მალე მემგონი თვითგამრევლებად ქალებსაც გამოიგონებენ და ჩვენ პენსაში გაგვიშვებენ😆

  2. გაგიჟდება კაცი რა რას აღარ გამოიგონებენ😀

  3. თორნიკე

    shotazi, Giguna
    მართლა მაგარი რამეა… პირველად რომ ეს წავიკითხე ცოტა არ იყოს დავიბენი მარა🙂
    P.S.
    shotazi, შენს საიტზე ვიყავი შემოსული და მარლა კარგ რამეს უდგეხარ სათავეში… 14 წლის ხარ და ვებ-პროგრამირებაში ნახევარზე მეტი გცოდნია… მაინც ახალი თაობა რა არის, მე რომ 14 ის ვიყავი უფ რა ვიცოდი ვებსაიტი რა იყო😆

  4. LaSha

    vaa, cota ar iyos daujereblad ki jgers ai..🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s