უძველესი ქრისტიანული ეკლესია…

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს. ის მდებარეობს იორდანიაში, რიჰაბის დასახლებაში, ამანიდან 50    კილომეტრის დაშორებით, გამოქვებულში, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით.    ”გვაქვს საფუძველი ვარაუდისა, რომ ამ ტაძარში იკრიბებოდნენ პირველი      ქრისტიანები, იესო ქრისტეს 70 მოწაფე”, – განუცხადა გაზეთ Jordan Times-ს    რიჰაბში არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა აბდულ ქადერ ჰუსანმა.მან დასძინა, რომ ეკლესია გამოქვაბულში დაახლოებით 33-70 წლებში განთავსდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ის მსოფლიოს ყველაზე ძველ ქრისტიანულ ტაძრად იქნას მიჩნეული. ჰუსანი იმედოვნებს, რომ მისი ჰოპოთეზა დეტალური შესწავლის შემდეგ დადასტურდება.

არქეოლოგების ხელმძღვანელის სიტყვებით, გამოქვაბულში აღმოჩენილია აფსიდის მსგავსი ნაგებობა და რამდენიმე ქვის სკამი. საცხოვრებელი სივრცე ტაძრისგან გამოყოფილია ქვის კედლით, ღრმა გვირაბი კი წყლის წყაროსთან მიდის.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ იმალებოდნენ იერუსალიმიდან გამოქცეული ქრისტიანები, რომლებმაც სამხრეთ იორდანიას შეაფარეს თავი. 230 წელს გამოქვაბულის ზემოთ აიგო ტაძარი, რომლის იატაკიც მოზაიკითაა დაფარული. აქ გამოსახულია ქრისტეს 70 მოწაფე.რიჰაბის მახლობლად აღმოჩენილია 30-მდე ძველი ტაძარი, რომლებიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

%(count)s კომენტარი

Filed under საინტერესო Online, სიახლე

One response to “უძველესი ქრისტიანული ეკლესია…

  1. საინტერესოა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s