ექსპორტის კვავინდებური ზრდა

2008 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 41%-ით გაიზარდა და 93,1 მლნ აშშ დოლარი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 15,2% შეადგინა. ამის შესახებ ”ახალი ამბები – საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში განუცხადეს.კერძოდ, ზრდა ძირითადად განაპირობა შავი ლითონის ჯართის, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდამ. ხუთი თვის განმავლობაში შავი ლითონის ჯართის ექსპორტი 192,5 მლნ აშშ დოლარით გაიზრადა, რაც 19,2 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის არსებითი ზრდა. 2008 წლის იანვარ-მაისში 2007 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 39%-ით გაიზარდა (97,4 მლნ აშშ დოლარით) და 347,2 მლნ დოლარი, საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 13,4% შეადგინა. 2008 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. საქართველოს საგარეო ბრუნვამ თურქეთთან ამ პერიოდში 440,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39,4%-ით მეტია, ვიდრე 2007 წლის იანვარ-მაისში. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13,7% შეადგინა, რაც 0,1 საპროცენტო პუნქტით მეტია, ვიდრე 2007 წლის იანვარ-მაისში.

დატოვე კომენტარი

Filed under ეკონომიკა, სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s