პირველი შმეთხვევა: ბარელი ნავთობი 140$ – ზე მეტია…

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა პირველად გადაკვეთა ფსიქოლოგიური ბარიერი და ერთი ბარელის ფასმა 140 დოლარს გადააჭარბა. ნავთობის გაძვირება მოხდა ოპეკის წარმომადგენლის პროგნოზის ფონზე იმის შესახებ, რომ ერთი ბარელის ფასმა წელსვე შეიძლება მიაღწიოს 150-170 დოლარს, ლიბიამ კი შესაძლოა ნავთობის მოპოვება შეამციროს.ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობა ხუთშაბათს 139,64 დოლარის ნიშნულზე დასრულდა და ერთ დღეში 5 დოლარით მოიმატა, რაც light sweet მარკის ნედლ ნავთობზე აგვისტოს ფიუჩერსების რეკორდული ფასი გახდა.თუმცა გარიგებები გაფორმდა 140,06 დოლარად.”რია ნოვოსტის” ცნობით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკში ბაზარზე ზეწოლა განაპირობა დოლარის კურსის შემცირებამ ევროსთან მიმართებით, რაც ყოველთვის იწვევს ინვესტორების ”გაქცევას” ნედლეულის ფიუჩერსებში.აშშ-ში ექსპერტთა უმეტესობა ფასის დაწევას ელის და ვერ ხედავს ეკონომიკურ საფუძველს მოხმარების მკვეთრად გასაზრდელად, რეკორდს კი უფრო ბაზრის ემოციური რეაქციით ხსნის.”

ვფიქრობ, ეს ნახტომი – მხოლოდ და მხოლოდ ყველა ამ ფაქტორის კომბინაციის შედეგი იყო”, – განაცხადა CNN-ის ეთერით მარკ ბაგონერმა, Exxon Futures-ის პრეზიდენტმა.ანალიტიკოსის შეფასებით, ნედლი ნავთობის ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება 132 დოლარამდე ჩამოვარდეს ან განაგრძოს ზრდა 150-155 დოლარამდე.Conference Board-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ეკონომისტი ბარტ ვან არკი დარწმუნებულია, რომ ნავთობის ფასი საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვევით ჩამოვა.”ეკონომიკური მიზეზები ფასის გასაზრდელად არ არსებობს. რასაკვირველია, ამ მომენტისთვის ბაზარი ძალიან ვოლატილურია, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 140-145 დოლარზე შეჩერდება”, – განუცხადა არკმა ”რია ნოვოსტის”.მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები სხვადასხვაგვარად აფასებენ ნავთობზე მოსალოდნელ გლობალურ მოთხოვნილებას და მოხმარების ზრდის პროგნოზს ზოგიერთი რეგიონისთვის 1,2%-3,7%-ის ფარგლებში აფასებენ.

დატოვე კომენტარი

Filed under ეკონომიკა, სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s