ჰონკონგი – მსოფლიო ეკონომიკის გული…

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” პოლიტიკური შეთანხმებით და შედარებით მეტი ავტონომიით სარგებლობს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მცირე ისტორია: ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ტრად. ჩინ.: 中華人民共和國香港特別行政區; გამარტ. ჩინ.: 中华人民共和国香港特别行政区) — ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ.

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს – ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.

მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), ხიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ექვივალენტი).

დატოვე კომენტარი

Filed under ეკონომიკა, საინტერესო Online

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s