ბიოსაწვაცი VS. ნავთობი

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან დამზადებული საწვავის ფართოდ მოხმარების პროექტების რეალიზება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება მისი არამომგებიანობის გამო. ამის შესახებ საუბარია რუსეთის გლობალიზაციისა და სოციალური ძვრების ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის მასალებში. ”ბიოლოგიური საწვავის ფართოდ გამოყენების გეგმების ეკონომიკური არამომგებიანობა გამოვლინდება მსოფლიოში საწვავის მოხმარების შემცირების ტალღაზე ნავთობის გაიაფების შედეგად. ეს გლობალური კრიზისის განვითარების შედეგად მოხდება. ბიოსაწვავი ბენზინს ბაზრიდან ვერ გააძევებს”, – ნათქვამია ანგარიშში.  ევროკავშირში შემუშავებული ცხრამეტწლიანი გეგმა ითვალისწინებს 2020 წლამდე ნავთობისგან მიღებული საწვავის 20%-ის ჩანაცვლებას ენერგიის ალტერნატიული წყაროებით. მათ რიცხვში შედის ბიოლოგიური საწვავი, ასევე ბუნებრივი აირი და წყალბადი. ამჟამად ევროკავშირში ავტომობილებისთვის ბიოლოგიური საწვავის გამოყენება 0,5%-საც ვერ აღწევს. 2020 წლისთვის იგეგმება მისი 8%-მდე გაზრდა. აშშ-ის შესაძლებლობები ეთანოლის წარმოებისა შესაძლებელს გახდის  მისი წილის 30%-მდე გაზრდას.

”ბრაზილიაში ბიოლოგიურ საწვავს უკვე ბაზრის 40% უკავია. მისი თვითღირებულება გაცილებით მაღალია. სხვაგვარად, ამ ”ინოვაციური” პროდუქტით მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, ფართოდ სარგებლობენ”, – აღნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი ბორის კალარლიცკი.

ინსტიტუტის ექსპერტთა აზრით, ორგანული ნივთიერებებიდან (სოიას ზეთი, სიმინდი ან ხორბალი) საწვავის ფართოდ დამზადება შესაძლებელია მხოლოდ ნავთობის გაძვირების პირობებში.

ამავდროულად მსოფლიოში ბიოლოგიური საწვავის ფართოდ გამოყენების პარალელურად იზრდება ეკოლოგების პროტესტი, რადგან ჯამური ეკოლოგიური ზარალი, გამოწვეული ბიოლოგიური საწვავის დამზადებისა და გამოყენებისგან, გაცილებით მეტია, ვიდრე ბენზინისგან გამოწვეული ზარალი.

ამჟამად ნავთობის ფასი მსოფლიოში 145 დოლარს აღემატება, რაც აბსოლუტური რეკორდია.

”ამასთანავე, ნავთობის ფასი არ შეიძლება, არ დაეცეს. დედამიწაზე გრძელდება მისი მოხმარების შემცირება, რაც უკვე კარგად შესამჩნევია აშშ-ში, რომელიც ადრე მსოფლიო საქონლის მთელი მოცულობის 40%-ს ყიდულობდა. ამერიკული იპოთეკური კრიზისის მიზეზი აშშ-ში მუშა-მოსამსახურეთა შემოსავლების შემცირებაა”, – ფიქრობს ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვასილი კოლტაშოვი.

მისი სიტყვებით, უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაციების გაკოტრება და სამომხმარებლო აქტივობის შემცირება აუცილებლად გამოიწვევს სამრეწველო წარმოების ვარდნას და შედეგად ნავთობის საპნის ბუშტი გასკდება, – შემცირდება ნახშირწყალბადების როგორც ინდუსტრიული, ისე ყოფითი მოხმარება. ასეთ პირობებში ბიოლოგიური საწვავის წარმოების გაფართოება აზრს დაკარგავს.

დატოვე კომენტარი

Filed under სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s