უგო ჩავესი: ბარელი ნავთობის ფასი…

ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა 300 დოლარს მიაღწიოს, თუ ამერიკული კომპანია Exxon Mobil-ი შეეცდება, კვლავ გაყინოს ვენესუელას აქტივები.Exxon-მა მოიგო საქმე სასამართლოში, რის შედეგადაც ვენესუელას  კომპანიის PDVSA 12 მილიარდი დოლარის აქტივები გაიყინა მას შემდეგ, რაც ოპეკის ქვეყნებმა მოიწონეს მრავალმილიარდიანი ნავთობპროექტი და აშშ-სთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავეს, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ნავთობის გაძვირებას.ლონდონის სასამართლომ Exxon-ის საქმე აქტივების დროებით გაყინვის შესახებ გააუქმა, თუმცა ჩავესმა განაცხადა, რომ კომპანიას შეიძლებოდა ვენესუელას წინააღმდეგ მოქმედება გაეგრძელებინა.”თუ ისინი ჩვენ (აქტივებს) გაგვყინავენ, აშშ-ს ნავთობი აღარ ექნება და მაშინ ერთი ბარელის ფასი 300 დოლარს მიაღწევს”, – ახდენს ჩავესის სიტყვების ციტირებას სააგენტო.

ჩავესმა განაცხადა ასევე, რომ ფასზე გავლენა იქონია ”სპეკულაციურმა საპნის ბუშტმა”, რომლის კრახსაც ერთი ბარელის ფასის 70 დოლარამდე დაცემა შეიძლება მოჰყვეს.

ეს განცხადება განსხვავდება მისი შაბათის განცხადებისგან იმის შესახებ, რომ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით ირანში შეჭრის მუქარას, შეეძლო ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდის პროვოცირება მოეხდინა.

პარასკევს მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის ფასი ირანიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტის მუქარისა და ნიგერიაში დაძაბულობის ზრდის ფონზე გაიზარდა. აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე IСE (InterContinental Exchange Futures) ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე Brent Crude Oil 2,46 დოლარით მოიმატა და ერთი ბარელის ღირებულებამ 144,49 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის ბირჟაზე NYMEХ (New York Merchantile Exchange) აგვისტოს ფიუჩერსების ფასი მსუბუქ ამერიკულ ნავთობზე Light Sweet Crude Oil 3,43 დოლარით გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 145,08 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავთობის გაძვირების ძირითადი მიზეზია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) გენერალური მდივნის აბდულა ალ-ბადრის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ნავთობის ფასი ”უსაზღვროდ” გაიზრდება.

ამჟამად ირანს ოპეკის ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების მოცულობით საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ყოველწლიურად ამ ქვეყანაში ოთხ მილიონ ბარელ ”შავ ოქროს” მოიპოვებენ. ალ-ბადრის აზრით, ნავთობის რეკორდული ფასი გეოპოლიტიკური უთანხმოების შედეგი გახდა.

ოპეკის წევრები არიან ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, კუვეიტი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ვენესუელა. ამ ქვეყნებში თავმოყრილია ნავთობის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 67%.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ახლო მომავალში მსოფლიოში ნავთობის გაძვირების ტენდენცია შანარჩუნდება.

%(count)s კომენტარი

Filed under სიახლე

One response to “უგო ჩავესი: ბარელი ნავთობის ფასი…

  1. თორნიკე

    ai maSin ki namdvilad dagverxa :8

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s