ეკონომიკური თავისუფლების დონე

 

 საქართველომ ეკონომიკურ თავისუფლებაში მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა Cato Institute-ის მიერ Fraser Institute-თან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად. კვლევის ავტორთა პარტნიორად საქართველოში ახალი ეკონომიკური სკოლა გამოვიდა.2008 წლის კვლევაში საქართველომ 7,18 ქულა მიიღო 10-ბალიანი სისტემით 2006 წლის მონაცემებით.2007 წლის კვლევაში საქართველომ 6,52 ქულა მიიღო 10-ბალიანი სისტემით 2005 წლის მონაცემებით და 73-ე ადგილი დაიკავა.საერთო რეიტინგის შესაქმნელად გამოიყენებოდა 41 კრიტერიუმი და ქვეკრიტერიუმი, რომლებიც მსოფლიოს ქევყნებში ეკონომიკური თავისუფლების დონეს ადგენდნენ ხუთ ძირითად სფეროში.საქარველოსთვის კვლევის სფეროებში შეფასებები შემდეგნაირად გამოიყურება:

– სახელმწიფო აპარატის ზომა და მისი ფუნქციების განზოგადება – 7,42 ქულა, 28-ე ადგილი (გასულ წელს – 5,69 ქულა, 89-ე ადგილი);
– სახელმწიფოს სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმი. საქართველოს შეფასება – 3,36 ქულა 112-ე ადგილი (3,17 ქულა, 115-ე ადგილი);
– ფულადი სისტემის სტაბილურობა. საქართველოს შეფასება – 9,07 ქულა, 41-ე ადგილი (8,91 ქულა, 44-ე ადგილი);
– საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება. საქართველოს შეფასება – 7,44 ქულა, 34-ე ადგილი (6,74 ქულა, 61-ე ადგილი);
– ბაზრების დარეგულირების დონე. საქართველოს შეფასება – 8,71 ქულა, მე-2 ადგილი (8,13 ქულა, მე-8 ადგილი).

ყოველწლიურ Economic Freedom of the World-ში მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი დგინდება იმ მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რამდენად უჭერენ ეკონომიკურ თავისუფლებას მხარს საკუთარ ტერიტორიაზე განსაზღვრული ქვეყნები და მათი სახელმწიფო ინსტიტუტები. ეკონომიკური თავისუფლების განსაზღვრის ძირითადი ელემენტებია: პირადი არჩევანის შესაძლებლობა, თავისუფალი ვაჭრობა და გაცვლა, თავისუფალი კონკურენცია და კერძო საკუთრების უფლებების უზრუნველყოფა.

მიმდინარე წელს გაოვიდა Economic Freedom of the World-ის მე-12 ყოვლწლიური გამოცემა, რომელიც მოიცავს 2006 წლის მონაცამებს მსოფლიოს 141 ქვეყნის შესახებ. ახალ გამოცემაში აახლებენ გასული გამოცემების მონაცემებს იმ შემთხვევაში, თუ ის მონაცემები მოგვიანებით იქნა გადახედილი.

მიმდინარე წლის მოხსენებაში ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის პირველ ხაზს კვლავ ჰონკონგი იკავებს რეიტინგით – 8,94 ქულა 10-დან. პირველ ათეულში ასევე შედიან სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ჩილე, კანადა, ავსტრალია, აშშ და ირლანდია.

დატოვე კომენტარი

Filed under ეკონომიკა, საინტერესო Online, სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s