მწეველებს იმუნური სისტემა რეგრესულად მოქმედებს

 

მწეველებს არამწეველებზე რთულად გადააქვთ ვირუსული ინფექციები, კერძოდ, გრიპი, არა დასუსტებული იმუნიტეტის გამო, არამედ, პირიქით, ჰიპერტროფირებული იმუნური რეაქციის გამო, რომელიც ქსოვილების დაზიანებას იწვევს. ნათქვამია იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Clinical Investigation.ბოლო დრომდე მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, რატომ იტანდნენ უფრო რთულად ვირუსულ ინფექციებს მწეველები. თამბაქოს კვამლის მოყვარულებისთვის რისკი იმისა, რომ გრიპის ეპიდემიას შეეწირებიან გაცილებით მეტია, ვიდრე არამწეველებისთვის. ამავე დროს ისინი უფრო მოწყვლადები არიან ფილტვების ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა ემფიზემა.მეტიც, ბავშვები, პასიური მწეველები, როგორც წესი, ზოგიერთი რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადებისას უფრო მწვავე რეაქციით გამოირჩევიან.

დღემდე მიღებული იყო აზრი, რომ მოწევა ამცირებს იმუნური სისტემის ანტივირუსულ რეაქციას. თუმცა იელის მკვლევართა ჯგუფმა ჯეკ ელიასის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა, რომ ყველაფერი პირიქითაა.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმ თაგვების იმუნური სისტემა, რომლებიც თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, მეტად მწვავე რეაგირებას ახდენდა გრიპის მსგავს ვირუსებზე. ”მწეველი” თაგვების იმუნური სისტემა ნორმალურად უმკლავდებოდა ვირუსს, მაგრამ ძალიან ძლიერი ანთება ქსოვილების დაზიანებას იწვევდა.”იმ თაგვების ანტივირუსული რეაქცია, რომლებიც სიგარეტის კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, იყო არა მარტო საზიანო, არამედ ჰიპერტროფიული. ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ მწეველები პრობლემებს განიცდიან არა იმის გამო, რომ მათ ორგანიზმს ვირუსთან გამკლავება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ იმუნური სისტემა მეტისმეტად ძლიერად რეაგირებს მათზე”, – ამბობს ელიასი, რომლის სიტყვებიც უნივერსიტეტის განცხადებაშია მოყვანილი.მკვლევარებმა დაადგინეს ასევე, რომ ”მწეველ” თაგვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ ფილტვების სხვა დაავადებები.”თუ იმუნური სისტემის ასეთი ჰიპერტროფირებული რეაქცია დადასტურდება ადამიანებშიც, ეს იქნება პირველი ახსნა იმისა, თუ რატომ გადააქვთ უფრო რთულად მწეველებს ვირუსული ინფექცია. ამის შემდეგ ჩვენ ფილტვების ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილების გზების მოძებნას შევძლებთ”, – ამბობს ელიასი.

დატოვე კომენტარი

Filed under საინტერესო Online

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s